|
2020-02-17 12:41:38, 1844 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხვალ ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. მისი თქმით, პროტესტის მიზეზი გენერალურ პროკურორად პლენარულ სხდომაზე ირაკლი შოთაძის წარდგენაა. ოპოზიციის ლიდერი საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს. „ჩვენ ხვალ გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ოპოზიციური პარტიები მოვუწოდებთ საზოგადოებას შევიკრიბოთ პარლამენტის გარშემო და გავაპროტესტოთ იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი ერთიანობა და ის, რომ არ შევეგუებით ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების იმ უკანონო ქმედებებს, რაც დღეს ხორციელდება. ირაკლი შოთაძე ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი. მისი ერთადერთი ღირსება და დამსახურება არის უშუალო ერთგულება და ყველა დავალების შესრულება ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის. ეს არის ერთადერთი პრინციპი, რომლითაც ის შეირჩა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ არც კონკურსი ყოფილა და არც არაფერი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ხვალ კი ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)