|
2020-02-17 12:29:47, 1969 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: შოთაძის სახელს ბევრი ბინძური საქმე უკავშირდება - ის ივანიშვილის დაკვეთების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელია
„ირაკლი შოთაძე ივანიშვილის დაკვეთების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელია, ყველა ბინძური საქმე მის სახელს უკავშირდება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნებით ივანიშვილი შეურაცხყოფს თავის თავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და საზოგადოებას. მისივე თქმით, გაძლიერდება რეპრესიები, რადგან მმართველ გუნდს არა დიალოგი, არამედ ქვეყის შეურაცხყოფა და მიტაცება სურს. შოთაძე არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების. მთელი ჩამონათვალია, ციანიდის საქმიდან დაწყებული, რაც კი ბინძური საქმე არსებობს, ყველაფერი მისი გაკეთებულია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თავი ბიძინა ივანიშვილია და მას შეეძლო, რომ სხვა თოჯინა მოენახა, თოჯინები ჰყავს, მაგრამ ის ხაზგასმით ამბობს, რომ მეორე მოსვლაა დაანონსებული და მეორედ, ვისაც მინდა იმას მოვიყვან, ყველაზე მორჩილ და მონა ადამიანებს. ცხადია, ივანიშვილი ამით შეურაცხყოფს თავის თავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და საოგადოებას. ეს არის რეპრესიების ანონსი, გაძლიერდება რეპრესიები და როდესაც საუბრობენ, რომ უნდათ დიალოგი, პარალელურად კი შოთაძეს ნიშნავენ, ეს ნიშნავს, რომ არა დიალოგი, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფა და მიტაცება სურთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)