17:17 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 15:18:38, 2682 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: რა სისულელეა საერთოდ!

„რა სისულელეა საერთოდ!“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მძიმე რეპუტაციის მქონე სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ატარონ“.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის „კლოუნებს“ არაფერი ესმით და რომელ ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი.

„რა სისულელეა საერთოდ! მე მგონი ეს ვითარება ყველაზე კარგად შეაჯამა საქართველოს დიდმა მეგობარმა, ლიტველმა ევროპარლამენტარმა, რომ ამდენი ველაპარაკეთო და მგონი, მაინც ვერაფერი გაიგესო. რა ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი? მე არ მიკვირს, რომ ივანიშვილის ამ „კლოუნებს“ არაფერი არ ესმით. ივანიშვილს აქვს გაკეთებული მისთვის საბედისწერო, ქვეყნისთვის საზიანო არჩევანი, ბრიყვული, აქვს ილუზია, რომ ამ ნაბიჯებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მერე დაალაგებს გარეთ ურთიერთობებს. ვერც ერთს შეძლებს და ვერც მეორეს, აქაც დამარცხდება ნებისმიერ სცენარში და გარეთაც ელის სრული იზოლაცია და ტრაგიკული ბედი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics