|
2020-02-14 21:09:07, 2621 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ტაშით და სიხარულით შეხვდნენ დეკლარაციის არმიღებას
„კიდევ ერთხელ გაგვაოცეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, როდესაც ისინი ტაშით და სიხარულით შეხვდნენ დეკლარაციის არმიღებას,“ - განაცხადა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დარბოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ევროპარლამენტარებს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის. „თავის დროზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები დარბოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ევროპარლამენტარებს მოუწოდებდნენ მხარი არ დაეჭირათ ვიზა-ლიბერალიზაციისთვის, იმ ერთ-ერთი მთავარი მიღწევისთვის, რომლითაც ასი ათასობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქე სარგებლობს. მათ აქვთ მუდმივად ეს დესტრუქციული დღის წესრიგი, თუმცა, როგორც მაშინ ვერ მოახერხეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ბუნებრივია ახლაც ვერ შეუქმნიან ვერანაირ დაბრკოლებას ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში განვითარებულ პროცესებზე, დეკლარაციასთან დაკავშირებულ პროცედურებზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ასოცირების კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა. „ეს არის დოკუმენტი, სადაც აისახება პროგრესი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს აღებული გარკვეული ვალდებულებები ასოცირების შეთანხმებით და რამდენად ხორციელდება, სრულდება ეს ვალდებულებები, ამას ეხება ეს დოკუმენტი. დოკუმენტი მზადდება თანათავმჯდომარეების მიერ, მათ შორის, ქალბატონი მარინა კალიურანდი, რომელიც არის თანათავმჯდომარე, იყო პასუხისმგებელი ამ დოკუმენტის მომზადებაზე. მომზადდა ეს დოკუმენტი, იყო დახვეწილი დოკუმენტი და იქ იყო ზედმიწევნით ასახული ის განვლილი გზა, რომელიც ჰქონდა საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. ეს იყო პროგრესის ამსახველი დოკუმენტი, თუმცა, სცადა ოპოზიციამ ამ დოკუმენტის პოლიტიზება, ამისთვის ისინი იყენებდნენ იპპ-ის წარმომადგენელ ევროპარლამენტარებს არსებითად, თუმცა, იყო ასევე მწვანეების ჯგუფი და მათი მეშვეობით, ისინი აყენებდნენ ისეთ ცვლილებებს, რომ ერთი, რომ ის ახდენდა დოკუმენტის პოლიტიზებას და ამასთან, აცდენილი იყო რეალობას. ამასაც ჩვენ ვართ მიჩვეული ოპოზიციის მხრიდან. ამოცანა ამ დოკუმენტის არის აბსოლუტურად განსხვავებული. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ასოცირების კომიტეტმა საბოლოო ჯამში მხარი არ დაუჭირა ამ ცვლილებებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ეს არ არის მძიმე მოვლენა, ვინაიდან, ეს არის მიმდინარე დოკუმენტი, რომელშიც ფაქტობრივადაა ასახული ის რეალობა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)