|
2020-02-13 21:49:39, 5508 ნახვა
სამხედრო
ბრიუსელში საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას იური ლუიკს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა, რაც საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის თავდაცვის მინისტმა იური ლუიკმა მოაწერეს. კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და იური ლუიკს ესტონეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)