|
2015-07-30 20:23:57, 415 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს ისიც, რომ წელს საქართველოს ჩინეთიდან არაერთი მაღალი დონის დელეგაცია სტუმრობდა, მათ შორის - ვიცე-სპიკერი და მთავრობის წევრები. შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივასა და აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და რომელსაც თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბაიენქოლუმ საქართველოს მთავრობის მეთაურს სპეციალურად მისთვის დამზადებული ნამუშევარი - „ცხენები“ გადასცა, რომელზეც ჩინურად ირაკლი ღარიბაშვილის გვარი წერია. სტუმრის განმარტებით, ცხენი ჩინეთში წარმატების სიმბოლოა და ამ საჩუქრით იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. ჩინური დელეგაციის ხელმძღვანელმა კი საქართველოს მთავრობის მეთაურისგან საჩუქრად ქართულ მინანქარში შესრულებული ნამუშევარი მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)