|
2020-02-13 15:39:38, 1695 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი ფაქტების შემსწავლელ მისიაზე - დარწმუნდებიან, რომ უგულავას დაკავება მოხდა პოლიტიკურად ცხელ, დაძაბულ, მძიმე ფონზე
„დარწმუნდებიან იმაში, რომ გიგი უგულავას დაკავება მოხდა პოლიტიკურად ძალიან ცხელ, დაძაბულ, მძიმე ფონზე“, - ასე ეხმაურება პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნის საკითხს. მისი თქმით, ხელისუფლება ამ დასკვნაში, სამართლებრივი და პოლიტიკური თავლსაზრისით, დიდად სახარბიელოს არაფერს არ უნდა ელოდეს. „რას აღმოაჩენენ ეს ექსპერტები, რომ ჩამოვლენ, აღმოაჩენენ იმას, რომ კაცმა, რომელმაც პროკურატურიდან მიმართა და დამატებითი სასჯელი მოითხოვა უგულავასთვის, შემდგომ მოსამართლის მანტიით დახვდა ამ საქმეს. დარწმუნდებიან იმაში, რომ ეს ყველაფერი მოხდა პოლიტიკურად ძალიან ცხელ, დაძაბულ, მძიმე ფონზე. ასე რომ დიდად სახარბიელოს არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად ამ დასკვნაში ხელისუფლება არ უნდა ელოდოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შეიქმნება, რომელიც ამ საქმეს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)