|
2020-02-13 10:47:22, 1185 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით სონღულაშვილის და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით მონაწილეობენ. სიტყვით გამოსვლისას დავით სუნღულაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში პარლამენტის როლზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე. „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე და მეორე მხრივ, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც მომავალში მოგვიწევს. მოხარული ვარ, საქართველოს მიღწეული პროგრესითა და სწორად შერჩეული მიმართულებით", - განაცხადა მომხსენებელმა. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების განსახილველად, საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმინეს. სხდომაზე, უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გახარიამ ისაუბრეს. ,,ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების დასარეგულირებლად, მიმდინარეობს პროცესის მონიტორინგი, რათა საფრთხე ეს შეექმნას საქართველოს მოქალაქეების შენგენის ზონაში გადაადგილებას",- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. სხდომაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა გუგული მაღრაძემ ისაუბრა. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, დისკუსია გაიმართა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს. კომიტეტის სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. „საკითხისადმი არსებული დიდი პოლიტიკური ინტერესიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია, დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა უგულავას საქმის ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის ღიაობასთან დაკავშირებით. ჩვენს მიზანს წარმოადგენს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და შესაბამისად, მზად ვართ, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წვერებს ვთხოვოთ, გაგვიწიონ დახმარება ზემოაღნიშნული საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოსაჩენად, რამეთუ თავიდან ავიცილოთ შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციები - ეს ყველაზე მეტად ჩვენს ინტერესშია", - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა. სხდომა მუშაობას 13 თებერვალს დაასრულებს. ორდღიანი მუშაობის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი კენჭს უჭრის ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს, რის შემდეგაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)