|
2020-02-12 15:22:13, 2218 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე პრეზიდენტს - თავი დაანებოს კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს
„თუ პრეზიდენტს სურს დიალოგის ხელშეწყობა, ამისათვის უნდა შეიწყალოს გიგი უგულავა ან თავი დაანებოს კეკლუცობას და მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „მთავართან“ საუბრისას. მისი თქმით, პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავას დაპატიმრებით მოკლა. „პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა მოკლა „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავას დაპატიმრებით. ამიტომ, თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც. თუ ის ამას არა აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას და ფარისევლობას, თავი დაანებოს მოწოდებებს. ან ჩაერთოს პროცესში სრულფასოვნად როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლების საკითხზე ელჩებს მიმართავს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა დიალოგის განახლებისთვის.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)