|
2020-02-12 14:12:06, 2219 ნახვა
კომენტარი
აკაკი ბობოხიძე: „ქართულ ოცნებას“ დიალოგი შეთანხმებისთვის არ უნდა, სურს დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ ვლაპარაკობთ
„„ქართულ ოცნებას“ დიალოგი არ უნდა შეთანხმებისთვის, უნდა დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს რომ ვლაპარაკობთ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას. მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მათივე ინიციატივით დასრულდა. „მოლაპარაკებები ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“. მას მოლაპარაკებები და დიალოგი არ უნდა შეთანხმებისთვის. მას დიალოგი უნდა მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს რომ ვლაპარაკობთ. ბუნებრივია, ამ ფუფუნების საშუალებას ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვერ მივცემთ. „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი დასრულებულია მათი ინიციატივით და ჩვენ გადავედით სხვა რეჟიმში. ამ რეჟიმში არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური პარტია არამარტო უნდა დავამარცხოთ, არამედ ზოგადად, უნდა გავანადგუროთ როგორც ჭირი ქართული სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოპონენტებს კვლავ მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)