|
2020-02-12 12:38:16, 1950 ნახვა
კომენტარი
ბრიტანეთის საელჩო - გიგი უგულავას დამაპიმტრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს
ოპოზიციონერი გიგი უგულავას დაკავებას ბრიტანეთის საელჩო თბილისში ეხმაურება. ამის შესახებ საელჩო ინფორმაციას ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. საელჩოს თქმით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას დაკავება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც სასამართლო პროცესებთან, ასევე დროსთან დაკავშირებით. ბრიტანეთის საელჩო თბილისში, ხელისუფლებას დემოკრატიული ღირებულებების გაძიერებისკენ მოუწოდებს. „ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით. ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია“, - წერს ბრიტანეთის საელჩო თბილისში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)