|
2020-02-11 17:12:45, 1827 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - 4 აპრილს, რუსთაველის გამზირზე იქნება მასშტაბური, საკვანძო აქცია
„4 აპრილს, რუსთაველის გამზირზე იქნება დიდი, საკვანძო აქცია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, აქციაზე ოპოზიცია წარსდგება კონკრეტული შეთანხმებებით, რომელსაც მიაღწევს იქამდე. მისივე თქმით, 4 აპრილამდე გაგრძელდება პიკეტირებები და სხვადასხვა აქციები. „4 აპრილს, რუსთაველზე იქნება დიდი აქცია საზოგადოების, ოპოზიციის, აქტიური მონაწილეების დაორგანიზებით. აქციაზე, ჩვენ წარვსდგებით ჩვენი სტრატეგიით, გეგმით და კონკრეტული შეთანხმებებით, რომლებსაც მივაღწევთ იქამდე და ეს პროცესი დაწყებულია. რეგიონებში იქნება გასვლები, იქნება პიკეტირება, რეგიონში გასვლები და სხვადასხვა აქციები. 4 აპრილის აქცია იქნება საკვანძო, სადაც დემოკრატიული ოპოზიცია წარსდგება კონკრეტული ხედვით, თუ როგორ მოხდება ბრძოლის გაგრძელების ისე, რომ პოლიტიკური ჭირი მოვიშოროთ ყველამ ერთად და როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, რომელშიც ის ივანიშვილმა და მისმა მასხარებმა შეიყვანეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)