|
2020-02-11 13:20:57, 1245 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - უგულავას დაკავებით ოპოზიციას მიეცა საბაბი, რომ ამოაყირავოს მოლაპარაკებების მაგიდა
„სამწუხაროა, რომ კომპრომისზე და კონსენსუსზე საუბრისას მხოლოდ ხელისუფლება გახსენდებათ“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გუშინ, ოპოზიცია ელოდებოდა საბაბს, რომ ამოეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა, რომელთან დასხდომაზეც საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებდნენ. „ძალიან სამწუხაროა, რომ პასუხისმგებლობაზე, კონსენსუსზე და კომრპომისზე საუბრისას მხოლოდ ხელისუფლება გახსენდებათ. ეს გარკვეული ტრენდის და ტენდენციის ბრალია. გუშინ, პრაქტიკულად მთლიანი ოპოზიციური სპექტრი ელოდებოდა საბაბს, რომ ამოეყირავებინათ მოლაპარაკებების მაგიდა, რომელთანაც დასხდომაზე მოგვიწოდებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მათ უგულავას დაჭერის გადაწყვეტილებით მიეცათ საბაბი, ისინი არ უწევენ ანგარიშს რეალობას, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმრთველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)