|
2020-02-11 12:52:43, 1130 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი - უმრავლესობასთან მოლაპარაკებები არ იქნება, წარმოიდგინეთ მოლაპარაკებიდან გამოვდივართ და ხელებზე ბორკილებს გვადებენ
„უმრავლესობასთან არანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი არ იქნება იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ მოლაპარაკებებზე შევდივართ, გამოვდივართ და ბორკილებს გვადებენ ხელებზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მანვე დააანონსა საქართველოს მასშტაბით აქციები და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმზე გადადის. „არანაირ მოლაპარაკებაზე საუბარი არ იქნება. გუშინ შეწყდა ეს მოლაპარაკებები, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ. იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ მოლაპარაკებებზე შევდივართ, გამოვდივართ და ბორკილებს გვადებენ ხელებზე. რა მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი. ოპოზიცია გადადის სამოქმედო გეგმაზე. რაც გულისხმობს, ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენს გააქტიურებას. იქნება როგორ ქუჩის აქციები, მანიფესტაციები, დიდი მასშტაბის აქციები რეგიონებში, ასევე საარჩევნო მიმართულებით გავაძლიერებთ მუშაობას. ეს ორი მიმართულება იქნება მთავარი. კონკრეტულ დეტალებს შევათანხმებთ ჩვენს ყოველდღიურ შეხვედრებზე, სადაც ვისაუბრებთ გეგმაზე“ - ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი აღარ იქნება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)