|
2020-02-11 12:43:29, 1182 ნახვა
კომენტარი
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას კონსენსუსისკენ მოვუწოდებ
„მოვუწოდებ ოპოზიციას კონსენსუსისკენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა. როგორც იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციას სცენარი წინასწარ ჰქონდა შემუშავებული და ეძებდნენ მიზეზს, რადიკალური განცხადებების გასაკეთებლად. „ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ ჩიხში მისულები, არ ჰქონდათ სურვილი, რომ შემდგარიყო კონსენსუსი და მიზეზს ეძებდნენ რადიკალური განცადებების გასკეთებლად. როგორც ჩანს, სცენარი წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული, უარი ეთქვათ მოლაპარაკებებზე. მათ კონსენსუსისკენ მოვუწოდებ. კონსენსუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, უპირველესად - საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმრთველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)