|
2020-02-11 12:29:50, 1102 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე სენატორების მიმართვაზე - ივანიშვილმა აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე
„ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა პარტნიორების შეფასებებს, მან აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოში დემოკრატია აღარ არის. „ეს არის განაცხადებები, სადაც ცალსახად არის საუბარი, რომ საქართველოში დემოკრატია აღარ არის, მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ბუნებრივია, ამას ყველაფერს მერე ექნება შედეგი ქვეყნისთვის. ეს არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს არის ივანიშვილის არჩევანი. როგორც ჩანს, გადაწყვიტა რომ მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა პარტნიორების შეფასებებს. მან აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯეიმს რიში გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციურ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მოტივით დევნის გზა აირჩია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)