|
2020-02-07 19:23:49, 2339 ნახვა
კომენტარი
გიორგი თარგამაძე ჰომოფობიური განცხადებების გამო ბოდიშს იხდის
ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე, გადაცემაში - „მძიმე კაცთან“ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო, ბოდიშს იხდის. სოციალურ ქსელში „მძიმე კაცის“ წამყვანმა, გივი ავალიანმა თარგამაძეს 2013 წელს გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობს: "მე ვისურვებდი, ჩემი შვილები არ მეტარებინა ისეთ სასწავლებელში, სადაც ღიად გეი იქნება პედაგოგი“ და ჰკითხა, დღესაც იმავე აზრზეა თუ არა. საპასუხოდ თარგამაძემ აღნიშნა, რომ ამ მოსაზრებას აღარ იზიარებს და თვლის, რომ ლგბტ წარმომადგენლებისთვის, საჯარო სივრცეში აქტიურობის რეგლამენტაციის დაწესების უფლება არავის აქვს. „ბატონო გივი, სრულიად მესმის და ვიზიარებ თქვენს ლეგიტიმურ სურვილს იცოდეთ პასუხი დასმულ კითვაზე. გპასუხობთ: არა, არ ვიზიარებ. ვთვლი, რომ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით ადამიანის ღირსებაზე მსჯელობა არასწორია და მიუღებელი. აქვე ბოდიშს ვუხდი იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებთან მიმართებაშიც ჩემი რამდენიმე ძველი გამონათქვამი იყო გამოყენებული. მათ შორის ვთვლი, რომ ჩემი ან სხვა ადამიანის რელიგიური შეხედულებები არ გვაძლევს უფლებას საჯარო სივრცეში მათ აქტიურობას და მითუმეტეს არსებობას რაიმე რეგლამენტაცია დავუწესოთ. ამ მხრივ ჩვენი კონსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო მკაფიო გარანტიებს ქმნის, რომლის სულისკვეთებაც არის და იქნება ჩემი ახლანდელი და შემდგომი საქმიანობის საყრდენი და სახელმძღვანელო პრინციპები“, – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)