|
2020-02-07 15:53:02, 1400 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „FinExCoop საქართველო“ მცირე კომერციულ მეურნეობებსა და კოოპერატივებს დაეხმარება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „ფინანსური და საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) მმართველი კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და ევროკავშირის დელეგაციაში სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი, ჟორჟ დეუ უძღვებოდნენ. პროექტი მიზნად ისახავს მცირე კომერციული მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო სამინისტროში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც სამინისტროს სისტემაში სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო (ARDA) შეიქმნა. სააგენტო სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის, ფერმერთა პროფესიული განათლების, ექსტენციის სისტემის გაძლიერების და ფერმერთა რეგისტრაციის მიმართულებებზე იმუშავებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოწვევად რჩება მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღრიცხვა, რისთვისაც სამინისტროში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო შეიქმნა. FinExCoop პროექტის ხელმძღვანელმა, კრისტოფ კორდონიერმა, პრეზენტაციის სახით, საქართველოში ამ ეტაპისთვის არსებული პროექტის მიღწევები და მომავალი მიზნები წარადგინა, რომელიც საშუალო ფერმერულ მეურნეობებს განვითარებისთვის მძლავრი ბაზის შექმნაში ეხმარება. შეხვედრის ბოლოს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის პროექტების უფროსმა ხელმძღვანელმა, ჯანსუ კარატაიმ და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს (ARDA) დირექტორის მოადგილემ, არჩილ ბუკიამ, პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (Enpard) ფარგლებში და L Agence Francaise de Developpment (AFD) მიერ. პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან, სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და CHambre dAgriculture du Loiret ერთად.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)