14:24 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 11:27:08, 959 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში სკვერი მოეწყობა. სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე შესრულდება.

პროექტის ფარგლებში, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება; დაითესება ბალახი, მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა, დასასვენებელი პავილიონი, დამცავი მოაჯირი და ბორდიური; ტერიტორია ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება ურნები და საპარკე სკამები.

პროექტის დეტალები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.

„ამ ტერიტორიას ახლა სკვერს ვერც ვუწოდებთ, იმდენად არის დაზიანებული ინფრასტრუქტურა. ადგილობრივებს, ფაქტობრივად, არ აქვთ ნორმალური დასასვენებელი სივრცე. შევხვდით მოსახლეობას და სრული ინფორმაცია მივაწოდეთ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. ასეთი ტიპის პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა. სკვერის მოწყობა რამდენიმე დღეში დაიწყება და ახლო მომავალში ლოტკინის მოსახლეობას კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე ექნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

სამღერეთის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 156 000-მდე ლარს დახარჯავს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics