17:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 20:53:30, 1777 ნახვა

სამართალი
პოლიციამ მარტყოფის მონასტერში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა,   ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ.  განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ  დაკავებულმა  მიმდინარე წლის 5 თებერვალს,   გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის  ტერიტორიაზე,  ერთ-ერთ კელიაში,  1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს - ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით  კისრის არეში  დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი  გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული  მომხდარიდან მალევე  დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics