|
2020-02-06 13:37:15, 790 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა
მიმდინარე წელს, დედაქალაქის მერია რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფ კუნძულებს მოაწყობს. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი - 55 000 კვადრატული მეტრი. როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ 2020 წელს განსახორციელებელი მსხვილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, გზაგამყოფი კუნძულები ყველგან გამწვანებული იქნება. „გვაქვს სიახლე, რომელიც უშუალოდ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იდეაა. ეს არის გზაგამყოფების მოწესრიგება, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ძალიან გაალამაზა. ისინი ორმაგ ფუნქციას ასრულებენ, გარდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ალამაზებენ ქალაქს. მიმდინარე წელს, ძალიან ბევრი კუნძულის რეაბილიტაცია და მოწყობა გვაქვს დაგეგმილი იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე გავაკეთეთ სხვა ადგილებში. მაგალითად, შარტავას ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. ყველა იმ მოედანზე, სადაც ბოძკინტებია განლაგებული, მიმდინარე წელს, მწვანე სივრცეები მოეწყობა, რომელიც ნამდვილად გაალამაზებს თბილისს. შესაბამისად, ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. მათ შორის: ზ. ჟვანიას სახელობის მოედანზე, პეკინის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ლევილისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროებზე, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე, მახათას მთის აღმართი და ა.შ.“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)