|
2020-02-06 11:28:38, 1397 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოდირმა ოპოზიციას, როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის „ორმაგი არაკომპეტენტურობა“ დაადასტურდა. კობახიძის განმარტებით, დასკვნაში ოდირმა აღნიშნა, რომ ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის დადგენა მათი პრეროგატივა არ არის და ოპოზიციას, „როგორც პატარა ბავშვებს“, მიანიშნა, რომ ეს დოკუმენტი მათთან არ უნდა გაეგზავნათ. „მოგეხსენებათ, სახალხო დამცველმა ოპოზიციის თოხვნით გააგზავნა ოდირში თხოვნა, ე.წ გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ეს არ არის კლასიკური გერმანული მოდელი, ეს არის ერთგვარი დამახინჯებული გერმანული მოდელი ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა ოდირში. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა. ანუ არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირის მხრიდან, რომ ის ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით. ერთი, რომ ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს არაკონსტიტუციური გერმანული მოდელი არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და მეორე - მათ ისიც კი არ იციან ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა. ანუ ორმაგი არაკომპეტენტურობა დადგინა კიდევ ერთხელ ჩვენი ოპოზიციის. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სასახლხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდირში. გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი ისეთი თხოვნით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო. ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს, მიანიშნა ოდირმა, ჩვენს ოპოზიციას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში „ტყუილებშიც უნიათოები“ გახდნენ. „გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან იმ დასკვნის თაობაზე, რომელმაც ისინი რეალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ეს იყო არაერთი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად ავლენს საკუთარ თავს. ადრე მათ ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ტყუილებშიც უნიათოები არიან, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ დასკვნითი პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)