03:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 18:30:04, 1519 ნახვა

რეგიონი
შუახევში გზები ინტენსიურად იწმინდება

შუახევში, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებისა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაოებში ჩართულები იყვნენ და უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერის რწმუნებულები და სოფლის თანაშემწეები.

შუახევში იმყოფებოდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი მუხრან კაკაბაძეც, რომელმაც შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და საკრებულოს წევრთან გურამ ზოიძესთან ერთად ჭვანის ხეობაში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა.

მარეთის ხეობაში იმყოფებოდა შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რომელმაც შეხვდა მოსახლეობას, გაეცნო სოფლებში არსებულ მდგომარეობას და დაათვალიერა გზების გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით.

გზის გაწმენდით სამუშაოებს პირადად ხელმძღვანელობდა ზამლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, ხოლო უჩამბის მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესი დაათვალიერეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძემ და საკრებულოს წევრმა თენგო ივანაძემ.

დილიდან მუნიციპალიტეტში მუშაობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის 18 ერთეული და მერიის 1 ერთეული ტექნიკა.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics