|
2020-02-05 17:23:42, 1179 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი: დავიწყეთ ძირეული რეფორმის განხორციელება, რომელიც ყოველი ბავშვისა და მშობლის ინტრესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბავშვისა და მშობლის ინტერესების დაცვასთან დაკავშირებით ისაუბრა. ამ მიზნით, ახალი რეფორმა დღის ცენტრების, საოჯახო ტიპის სახლების და მსგავსი სააღმზრდელო - საგანმანათლებლო ინსტიტუციების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბავშვთა დაწესებულებებში დღეს არსებული გარემოს, სერვისების, პერსონალის კვალიფიკაციის საფუძვლიანი შესწავლა იწყება. გამოვლენილი იქნება ყველა დარღვევა თუ გადაცდომა ბავშვზე ზრუნვისა და მომსახურების პროცესში, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უფრო მოცულობითი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება ბავშვებისთვის განკუთვნილი სერვისები, დამკვიდრდება ამ სერვისების დროული და სამართლიანი განაწილების პრინციპი. „ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნისთვის. გრძელდება დიდი ზომის ბავშვთა სახლების გარდაქმნის პროცესი, რომლის ფარგლებში შეიქმნება ალტერნატიული ზრუნვის სერვისი მარტყოფისა და დუშეთის პანსიონატებში და ამავდროულად დაიწყება 6 ახალი სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია თბილისის შშმ ბავშვთა სახლის სრული გარდაქმნა და მცირე საოჯახო ტიპის 3 სახლის აშენება, რაც აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მოხდება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)