|
2020-02-05 17:11:27, 1398 ნახვა
კომენტარი
მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
რეანიმაციული სამსახურის უფროსის თეკლა ჯანელიძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოციძირეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მიმღებ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში. გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადასტურდა თავის ტვინში სუბარაქნოიდური სისხლჩაქცევა, წელის, გულ-მკერდის, კისრის მალების მოტეხილობა. ასევე მოტეხილია მენჯის ძვლები და მარცხნივ ბარძაყის ძვალი. პაციენტის მდგომარეობა უმძიმესი, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, ჰემოდინამიკურად არასტაბილურია. გრძელდება მკურნალობა და დაკვირვება“, - განაცხადა თეკლა ჯანელიძემ. ცნობისთვის, დღეს თბილისში, მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია).
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)