|
2020-02-04 12:16:14, 1044 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
2020 წელს საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. 1920 წლის 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით დაარსდა პირველი საარქივო დაწესებულება - რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი. ამ თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე წელს იგეგმება საიუბილეო ღონისძიებები: გამოფენები, კონფერენციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაცია, ექსპედიციები, საჯარო ლექციები. იუბილესთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია სპეციალური ლოგო. ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 24-26 სექტემბერს გაიმართება; ასევე - სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველი რესპუბლიკის შესახებ და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა". ამასთან, „UNESCO"-თან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის გამართვაც 4-5 ნოემბერს იგეგმება. საიუბილე წელს გაიმართება გამოფენები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები"; „ერეკლე II"; „მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის 100 წლის იუბილე"; „წმინდა გიორგი" და სხვ.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)