|
2020-02-03 15:17:13, 1754 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი: თადუმაძემ მიიღო პირველი პოლიტიკური დავალება, რომ დაიჭიროს გიგი უგულავა
„გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი“, - ამის შესახებ „ევოპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. ადვოკატის თქმით, უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას ე.წ ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას 10 თებერვალს მიიღებს. „უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება და 10 თებერვალს, კოლეგია, გაბინაშვილის და თადუმაძის შემადგენლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე ისე რომ არ მოისმენენ გიგი უგულავას ადვოკატის და მის პოზიციას, გამოახადებს გადაწყვეტილებას რამდენიმე წლის წინანდელ, ე.წ ფონდის საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დასრულდა იმდაგვარად, რომ გიგი უგულავას ჩაეთვალა სასჯელი უკვე მოხდილად და დღეს, როდესაც სასამართლომ განაახლა ამ საქმის განხილვა, გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძითვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი, რასაც გვაფიქრებინებს ის ტენდენცია, რომელიც გიგი უგულავას წინააღმდეგ ბოლო თვეებში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ გიგის თავს დაესხნენ და ამის გამო მას წაუყენეს ბრალება, ცოტა ხნის წინ დაიწყო ფორსირება გიორგი კაპანაძის ლეგალიზაციის საქმეზე, როდესაც კაპანაძე იძლევა ცრუ ჩვენებებს უგულავას წინააღმდეგ. 10 თებერვალს, ჩვენ ისე, რომ სხდომაზეც კი ვერ მივიღებთ მონაწილეობას, გავიგებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თადუმაძემ, რომელიც ერთ დროს იყო ამ საქმის პროკურორი და ახლა არის ამ საქმის მოსამართლე“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)