|
2020-02-03 12:17:08, 1546 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი: საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე ხატი წილოსანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს აბდულა ალ-მუტაირს შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო, საუდის არაბეთში ქართული ცხვრის ექსპორტის საკითხს. მინისტრმა აბდულა ალ-მუტაირს ქართული თხილის, თაფლის და ლურჯი მოცვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ პროდუქციას მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ყურადღება ეკოტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გამახვილდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა საქართველოსთან, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანასთან, აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)