|
2020-02-03 11:35:40, 1450 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა
საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანია „Chartwell Strategy Group“-თან თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის. „დარეგისტრირებული პირი საქართველოს მთავრობას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობების საკონსულტაციო მომსახურებით. დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთავრობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან კავშირების დამყარებასა და მხარდაჭერის მოპოვებაში. ასევე საქართველოს დაეხმარება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებაში. დარეგისტრირებული პირი ითანამშრომლებს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან, საქართველოში აშშ-ის პირდაპირი ინვესტიციების საჭიროების საკითხზე და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. დარეგისტრირებული პირი კომუნიკაციას აწარმოებს აშშ-ისა და გლობალურ მედიასთან აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე“,- ნათქვამია დოკუმენტში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)