11:34 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-02 11:35:42, 10750 ნახვა

საზოგადოება
უხანიდან ანკარაში ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე კარანტინს თურქეთში გაივლის

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უხანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ანკარაში დაეშვა.

 უხანიდან ევაკუირებული საქართველოს სამი მოქალაქე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავით ანკარაში ჩაფრინდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა დღეს, 2თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უხანიდან ევაკუირებული მოქალაქეები ანკარაში ე.წ. საკარანტინო რეჟიმში ორკვირიან სამედიცინო დაკვირვებას გაივლიან.

„საგარეო სამინისტრომ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად პირველივე დღეებიდან დაიწყო მუშაობა საევაკუაციო გეგმაზე, მივმართეთ ყველა პარტნიორ ქვეყანას, ვინც აპირებდა თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას უხანიდან და საბოლოო ჯამში, ჩვენი საელჩოების თურქეთში და საფრანგეთში აქტიური ჩართულობით ეთხოვათ თურქულ და ფრანგულ მხარეებს ევაკუაციაში დახმარების აღმოჩენა.

გუშინ განხორციელდა საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია, მათ მიმართ დაწესდა ე.წ. საკარანტინო რეჟიმი და გაივლიან ორკვირიან სამედიცინო დაკვირვებას. ასევე მათ მდგომარეობას დააკვირდება ჩვენი საელჩო ანკარაში. ასევე ამ წუთებში დამატებით ორი მოქალაქის ევაკუირება მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ანალოგიურად ისინი განთავსდებიან სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან საკარანტინო პერიოდს და შემდეგ გამოემგზავრებიან საქართველოში“,- განაცხადა კოსნტანტინიდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics