|
2020-01-31 13:34:43, 2928 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დანერგოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს. ამის შესახებ რეზოლუციაშია აღნიშნინული, რომელიც ევროსაბჭომ დღეს მიიღო. „საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოფს 2020 წლის არჩევნებამდე ისეთი საარჩევნო სისტემის დანერგვა, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის ნდობით და მხარდაჭერით ისარგებლებს; სრულად უნდა შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის პროცედურის შესახებ; დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და იმუშაოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული პოლარიზაციის გადასალახად“, - ნათქვამია რეზოლუციაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონიტორინგის შედეგებია შეჯამებული. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავას მონიტორინგის ქვეშ მყოფ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გამო, რაც „ძირს უთხრის ამ ქვეყნებში დემოკრატიულ კოსოლიდაციას და წინააღმდეგობაშია ამ სახელმწიფოების ვალდებულებებთან“.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)