|
2020-01-31 12:21:38, 2534 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვა. „ხელისუფლება რომ შეიცვლება, თქვენი ფიზიკური უსაფრთხოების გარანტად ნამდვილად დავრჩები“, - ასე მიმართა მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც საკრებულოს კომისიის სდომაზე იმყოფებოდნენ. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა წევრებს არ ეყოთ გამბედაობა, რომ ეთქვათ, ძალადობა არ არის კარგი და მუშტი-კრივით საქმე ვერ მოგვარდება. „გულწრფელად ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ინციდენტს რომ თავი დავანებოთ, ამ ყველაფრის შემდეგაც საკრებულოს უმრავლესობამ და თანამდებობის პირებმაც ვერ გამოიჩინეს გამბედაობა ეთქვათ, რომ ძალადობა არ არის კარგი და მუშტი-კრივით საქმე ვერ მოგვარდება, მიუხედავად იმისა რამდენად შეიძლება დაპირისპირებული იყოს ოპოზიციონერი დეპუტატი მის კოლეგასთან, მერთან თუ ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში თუნდაც მწვავედ ვკამათობდეთ, კამათის გარდა ბოლო დროს ყველაფერი ხდება, მუდმივად მიდის ფიზიკურ დაპირისპირებამდე. ხელისუფლება რომ შეიცვლება, თქვენი ფიზიკური უსაფრთხოების გარანტად ნამდვილად დავრჩები თუ რომელიმე დარჩებით ოპოზიციაში თქვენ რომ ფიზიკურად არაფერი დაგემუქრებათ და განსხვავებული პოზიციის გამო არავინ თავს არ დაგესხმებათ, პირადად მე ვიქნები ამის გარანტი. თქვენს მილიარდერ პატრონთან ერთად უნდა ზრუნავდეთ თბილისელების სიკეთეებზე, ეს თქვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)