|
2020-01-30 17:59:23, 1470 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2019 წელს, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 10 513 ფაქტი გამოვლინდა. განხორციელდა დეპარტამენტის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების 2 750 ინსპექტირება. მასშტაბურად მიმდინარეობს პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესი, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის აკრძალული პარკები და შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2019 წელს შემოწმდა პარკების მწარმოებელი 36 ობიექტი. სულ, ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა 1 808 000 ერთეული პლასტიკის პარკი. 2019 წელს, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 20 ობიექტზე აიღეს ნიმუშები გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების (გმო) იდენტიფიცირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ნიმუშში, გმო მარკერი არ დაფიქსირდა. გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის შესაბამისობის კვლევა. შედეგად, შემცირდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 188 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან დიზელის საწვავის 270 ერთეული სინჯია აღებული.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)