|
2020-01-30 10:32:40, 2378 ნახვა
პოლიტიკა
სენატორები ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი გიორგი გახარიას კრიტიკული წერილით მიმართავენ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან. წერილში, რომელიც 29 იანვრით არის დათარიღებული სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს. სენატორები საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო იქნება, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ურთიერთობის გადახედვა. სენატორთა თქმით, უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით საქართველოს სასამართლო სისტემას ძირი ეთხრება, რაც სასამართლოსა და პოლიციის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე მიანიშნებს. ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებს სწრაფად, რათა უკუსვლა შემოაბრუნოს და ქართველი ხალხისთვი მიცემული დაპირება შეასრულოს. „ გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. საბჭოთა კავშირისგან საქართველოს დამოუკიდებლობის 29 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებოდით, თუ როგორ იდგამდა დემოკრატია ფესვებს, იზრდებოდა ეკონომიკა, ვითარდებოდა სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა მმართველობა. საქართველოს ვალდებულება ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემასა და კონსენსუსზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით თქვენს რეგიონში შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენდა. ჩვენ ორივე ვაკვირდებოდით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით, თუ როგორ გაითავისა საქართველომ დემოკრატიის ძირითადი პრინციპები. ათწლეულების განმავლობაში აშშ ისწრაფვოდა საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია ორი სენატორის წერილში, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)