|
2020-01-29 18:12:55, 1675 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე ევროსაბჭოში პრეზიდენტის გამოსვლაზე: საქართველოს კლოუნი ბევრჯერ ჰყავდა, მაგრამ ამისთანა იშვიათია
„საქართველოს კლოუნი ბევრჯერ ჰყავდა, მაგრამ ამისთანა იშვიათია“, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისგან განრისხებული რეაქცია მოყვება. „ეს მმართველი გუნდი, ყველა წარმომადგენლიანად, რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. რატომ უნდათ ისევ საქართველოში მეორე გავრილოვის ღამე, სრულიად გაუგებარია. აქ ხომ პოლიტიკურ პარტიებზე ლაპარაკი არ არის, ეს გამოიწვევს 100-პროცენტიან უზარმაზარ, განრისხებულ რეაქციას საქართველს მოქალაქეებისგან, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვინც რუსული არაერთი აგრესიის გამო დაკარგეს თავისი წინაპრების საფლავზე მისვლის უფლება და თავის საცხოვრებელ სახლებში ყოფნის უფლება. საერთოდ არ შემიძლია შევაფასო. საქართველოს ბევრჯერ ჰყავდა კლოუნი, მაგრამ ამისთანა ძალიან იშვიათია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო მზადაა უმასპინძლოს რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც მაისში თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრებს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ქვეყანა მათ მაინც მიიღებს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)