|
2020-01-29 17:13:28, 1557 ნახვა
კომენტარი
გახარია კითხვაზე „წერილი თუ სიხარული?“: სიხარული მნებავს და ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე
„თქვენგან მნებავს სიხარული. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას - „წერილი უნდა თუ სიხარული?“. პრემიერმა კონგრესმენების წერილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ მწვავე კითხვას უპასუხოს. „რაც შეეხება კონგრესმენებს, ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ, მე ვთვლი, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რა სახის მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვიასუბროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას. ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და განვითარება არის შეუქცევადი. შეიძლება ჩვენს კოლეგებს აქვთ გარკვეული კითხვის ნიშნები, რომლისაც გარწმუნებთ, რომ არასდროს შეგვშინებია, არც მწვავე პასუხების გაცემის არ შეგვშინებია, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ემოციების გარეშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)