|
2020-01-29 14:38:00, 1466 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული
„მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უნდა დადგინდეს, რა დოზით აქვს კავშირი მაჩალიკაშვილს საქართველოში ტერორისტული ჯგუფის შემოსვლასა და ოპერაციის მომზადებასთან. „იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო მუხლებზე დაეყენებინა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. აღნიშნულთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს პარლამენტში შესვლა და ბრიფინგის გამართვა სურდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაუწია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)