|
2020-01-29 11:34:45, 1055 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - მოვითხოვთ მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას
“ ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რისთვისაც ახლა უკვე არის საკმარისი ხმები და ეს კომისია შეიქმნება",- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თავიდანვე ნათელი იყო , რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ივანიშვილის უდიპლომო ადვოკატი თადუმაძე და სკანდალით წასული შოთაძე სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. „ყველამ ძალიან კარგად იცოდა, ბატონმა მალხაზმაც თქვა გუშინ,პირველივე დღიდან ნათელი იყო ,რომ არანაირ სიმართლეს მაჩალიკაშვილის საქმეზე ივანიშვილის უდიპლომო ადვოკატი თადუმაძე და სკანდალით წასული და მობრუნებული შოთაძე არ დაადგენდა. იმიტომ, რომ სიმართლეა ის, რომ ადამიანი მოკლეს საკუთარ ლოგინში , შემდეგ ჩაუდეს ყუმბარა და დააბრალეს ტერორისტობა.ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, რისთვისაც ახლა უკვე არის საკმარისი ხმები და ეს კომისია შეიქმნება.დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილს შეუშვებენ თუ არ შეუშვებენ პარლამენტში, გვეჭიდავებიან და მოაწყობენ თუ არა აქ მორიგ სამარცხვინო ცირკს, მაინც შეიქმნება ეს საგამოძიებო კომისია. „ქართული ოცნების“ უმრავლესობა იშლება, დღითი დღე აკლდებათ მათ ხმები და კიდევ უფრო მოაკლდებათ მეტი ხმა.დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები დაუჭერენ სიმართლეს მხარს. მე როგორც დეპუტატს მაქვს იმის უფლება,რომ შევიდე პარლამენტში და ადგილზევე დავუშვა საშვი“,- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ. ცნობისთის, პარლამენტის წინ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მალხაზ მაჩალიკაშვილი არიან შეკრებილნი. ისინი პარლამენტში შესვლას ცდილობენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)