|
2020-01-29 11:10:51, 1168 ნახვა
პოლიტიკა
რესპუბლიკელი კონგრესმენი - ქართველი ხალხის ხარჯზე მარიონეტი ივანიშვილი მდიდრდება
“ ქართველი ხალხის ხარჯზე მარიონეტი ივანიშვილი უფრო მეტად მდიდრდება“,-ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოლსონმა აღნიშნა, რომ ის ქართველ ხალხს მხარს უჭერს. ის მოუწოდებს წარმომადგენელთა პალატის წევრებს, შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის თავისუფლებას. „რა საერთო აქვს ოსკარ გრაუჩსა და ბიძინა ივანიშვილს? ისინი ორივე მარიონეტები არიან, რომლებმაც თავისი სახლები ააოხრეს. ბიძინა ივანიშვილი უცხოურ ინვესტიციებს თავს დაესხა და ადამიანის ძირითადი უფლებები დაარღვია. კომპანია „ფოლადმა“ საქართველოში შექმნა უამრავი სამუშაო ადგილი და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ხელისუფლებამ კომპანიას აღჭურვილობა არ წაართვა. ვლადიმერ პუტინი ბედნიერია, რომ დღეს ის საქართველოს ნავთობს აკონტროლებს. ქართველი ხალხის ხარჯზე კი მარიონეტი ივანიშვილი უფრო მეტად მდიდრდება. დროა გამოვფხიზლდეთ, შემომიერთდით და მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფლებას“,-განაცხადა პიტ ოლსონმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)