|
2020-01-28 16:38:38, 1611 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა უტიფარი საქციელია
„უდიდესი ეჭვი არსებობს, რომ მოხდა გაყალბება მტკიცებულებებისა და გარემოებების წარმოჩენა ყალბად“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.. ბოკერიას თქმით, პანკისის სპეცოპერაციის საქმე უტიფრულად წარიმართა. „კიდევ ერთი უტიფარი საქციელია, როგორც წარმართეს მთელი ეს საქმე, ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი გაურკვევლობით და უტიფარი ზოგადი პასუხით, მაშინ როდესაც საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და არა იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, მარტო მას არ უდნა ვეყრდნობოდეთ, სხვა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული, იმითი, თუ როგორ იყო დაგეგმილი ოპერაცია და უკვე შემდეგ, უდიდესი ეჭვი არსებობს იმისა, რომ მოხდა გაყალბება მტკიცებულებების და გარემოებების წარმოჩენა ყალბად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, პროკურატურამ პანკისის ხეობში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)