|
2020-01-28 15:54:28, 1795 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი შეურაცხყოფილია პროკურატურის დასკვნით
„დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სამადაშვილის თქმით, გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არ ჰქონდა ნდობა, გაამწვავებს არსებულ კრიზისს. „საზოგადოებამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო პროცესს, რომელსაც წარმართავს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ და ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით, წარვადგინეთ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ვნახეთ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს. დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, პროკურატურამ პანკისის ხეობში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)