|
2020-01-28 12:48:51, 1363 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს ლევან იზორიას, ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ
„საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს ლევან იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ საკუთარ გუნდში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს სრულიად დაუსჯელად და კანონის გარეთ მოქმედებენ, ამის კარგი მაგალითი იზორიას და მისი ძმის შემთხვევაა. „არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებდა იზორიას და ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ რეალურად, დღეს სრულიად დაუსჯელად და კანონის გარეთ მოქმედებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ამის ერთი კარგი მაგალითია იზორიას და მისი ძმის შემთხვევა. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ ეს გადაადგილებები და შესაძლო ცვლილებებიც ერთადერთ რამეს აჩვენებს. რეჟიმს, რომელიც მიახლოებულია დასასრულს, ახასიათებს მსგავსი მოქმედება, როცა გადაჯგუფებებით ცდილობენ შექმნან განცდა, რომ თითქოს რაღაც ახალი აქვთ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის და მეორე მხრივ, გამძაფრებულია შიდა კლანური დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“. საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ საკუთარ გუნდში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ლევან იზორიამ თანამდებობებს დატოვა. როგორც იზორიამ აღნიშნა, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)