|
2020-01-27 14:16:48, 14819 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე: დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები იწყება იმ ადგილებში, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები იმ ადგილებში იწყება, სადაც ჩინური განსახლება ინტენსიურია. მისი თქმით, თუ მოქალაქე ნამყოფია ჩინეთში 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია და რეფერალი ინფექციურ საავადმყოფოში. „დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები. ჩვენ უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიური ჩინეთის მოქალაქეების განსახლება. მოგეხსენებათ ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე. დღეს უკვე 15:00 საათზე ჩვენი ქუთაისის სამმართველოს ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის რაიონში, სადაც ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლები არიან. იქ მათ დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, ამ დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის 5-დან 14-მდე. ამიტომ 2 კვირის განმავლობაში ვეუბნებით, რომ თუ გამოჩნდა სიმპტომები და ვიმეორებ ეს სიმპტომებია: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია. თუ ის ჩინეთშია ნამყოფი 2 კვირის განმავლობაში აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია და რეფერალი ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც ჩატარდება გაღრმავებული დიაგნოსტიკა და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროში კომისია შეიქმნა.
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)