|
2020-01-27 14:02:57, 1907 ნახვა
კომენტარი
კალაძე ხაბეიშვილის ცემაზე: ეს ცუდი ფაქტია, თუმცა ასევე ცუდია, რომ ჩვენ ვითმენთ შეურაცხყოფებს
„ხაბეიშვილისგან ბინძური განცხადებები არ მიკვირს, რადგან ის არის იმისთვის, რომ მიაყენოს შეურაცხყოფა ხალხს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, მისთვის მიუღებელია ცემის ფაქტი, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია რაც ითმენენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს. მანვე მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რომელბსაც წელს, საარჩევნო წლის გამო ოპოზიციის წარმომადგენლები დაგეგმავენ. „ხაბეიშვილისგან ბინძური განცხადებები არ მიკვირს, ეს მისი სტილია. ის არის იმისთვის, რომ ისაუბროს სიცრუეზე, ტყუილზე, მიაყენოს შეურაცხყოფა ხალხს. ზოგადად ცემის ფაქტს რაც შეეხება, ეს ძალიან ცუდია, თუმცა ასევე ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ვითმენთ დიდი ხნის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფებს. ჩვენ შეგვიძლია ვიდებატოთ, შევიდეთ ერთმანეთთან პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა. წელს საარჩევნო წელია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი იქნება მათი მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციები, ამიტომ მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ არ აყვნენ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)