|
2020-01-25 13:04:04, 2685 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი კონგრესმენების მორიგ კრიტიკაზე - არჩევანი წერილსა და სიხარულს შორის აღარაა, ბევრი წერილი მივიღეთ
„არჩევანი, რომლის წინაშეც მთავრობა დგას არის ნათელი და ეს არჩევანი აღარ არის წერილსა და სიხარულს შორის, რადგან წერილები ბევრი მივიღეთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კიდევ ორი კონგრესმენის მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. სამადაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას დღის ბოლომდე გაასაჯაროვონ ეს წერილი, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამ წერილს თვითონ გაასაჯაროებს. „გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართა კიდევ ორმა კონგრესმენმა, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დღეს ქვეყანას მართავს კორუმპირებული ხელისუფლება.ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ უპირისპირედება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს.მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას,რომ გაასაჯაროოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს დეკემბერში აშშ-ის სენატიდან.თუ ხელისუფლება დეკემბერში სენატიდან მიღებულ წერილს დღის ბილომდე არ გაასაჯაროებს, ჩვენ გავასაჯაროებს .მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს,გახარიასა და წულუკიანს არჩევანი, რომლის წინაშეც დღეს თქვენ დგახართ არის ძალიან ნათელი და ეს არჩევანი არ არის წერილსა და სიხარულს შორის იმიტომ, რომ წერილები უკვე ბევრი მიღეთ“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამჯერად კრიტიკული წერილი გიორგი გახარიას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბრაიან ბაბინმა გამოუგზავნა. წერილი, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული, ბაბინმა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყა. როგორც ბაბინი წერს, აღნიშნული წერილი გახარიას „მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების“ წევრებმა საქართველოში გადავადებული რეფორმებისა და ამერიკის ინვესტიციების მიმართ გაუარესებული სიტუაციების გამო მისწერეს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)