|
2020-01-24 15:01:11, 1838 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი - დაპირიპირება იქიდან დაიწყო, რომ დავიცავი დამლაგებლები, რომლებსაც 3 დოლარს უხდიან და მონებად ამუშავებენ
„დაპირისპირება დაიწყო იქიდან, რომ დავიცავით დამლაგებლები, რომლებსაც 3 დოლარს უხდიან და მონებად ამუშავებენ, თვითონ კი სარგებელს ნახულობენ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში განვითარებული მოლენების შემდეგ განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, სხდომაზე მას თავს 10-15 კაცი დაესხა, რომლებმაც თვალის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. „საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს,ამ წუთას ფიზიკური პრობლემა მაქვს,ბევრნი არიან, მოპარვა და ლაჩრობა კი მათი სტილია.ერთ ადამიანს ფაქტობრივად რამდენიმე ქოცი, სვავი დამესია.მაგრამ მე მინდა მათაც და საზოგადოებასაც მივმართო,რომ უკაცრავად და ვინმეს თუ ჰგონი ჩემი თვალი ან შუბლია პრობლემა ძალიან ცდებიან.მთელი ცხოვრება გადადებული მაქვს ჩემი ოჯახი ივანიშვილისა დ აკალაძისა და ამ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში.ერთი ერთზე ვერ მერევიან ასეთი მაგარი ბიჭები ვერ არინა.მარტო თუ ვარ და დამესევიან მაგარი ვაჟკაცები არინა.ეს დაპირისპირება დაიწყო იქიდან,რომ დავიცავი დამლაგებლები,რომლებსაც 3 დოლარს უხდიან და მონებად ამუშავებენ და თვითონ კი სარგებელს ნახულობენ,ამას მოჰყვა დაპირისპირება“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)