|
2020-01-23 15:57:41, 1057 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთანკონტექსტში უნდა განვავითაროთ
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო. ,,2019 წელი გამორჩეული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ძალიან ეფექტურად იქნა ჩატარებული როგორც ნარინჯისფერი რთველი, ასევე ის ღონისძიებები, რომელიც ეხმარება ჩვენს ფერმერებს. სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთან კონტექსტში უნდა განვავითაროთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო და დაგეგმილ სტრატეგიაზე ისაუბრა. 2019 წელს უწყების ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსაზღვრული, მათ შორის, 10 608 324 ლარი მოხმარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, ხოლო 4 754 530 ლარი - გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას. სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგში გაწეული საქმიანობისთვის ფერმერები და აგრო მეწარმეები დააჯილდოვეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, მეწარმეები და ფერმერები.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)