|
2020-01-23 10:43:01, 1035 ნახვა
პოლიტიკა
იერუსალიმში საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრი ციპი ხოტოველი, იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა ისრაელის სახელმწიფო მასპინძლობს მნიშვნელოვან საერთაშორისო შეკრებას - მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს და სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელს, რომლებიც ერთად გაიხსენებენ 75 წლის წინანდელ მოვლენებს, როცა გათავისუფლდა აუშვიცი და, როცა დამთავრდა ებრაელი ერის ეს უდიდესი ტრაგედია.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)