|
2020-01-22 15:03:07, 1421 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: კონგრესმენების მიერ გახარიასთვი გაგზავნილი წერილი მაინც ვერ დაიმალება, ამერიკული მხარე თავად გაასაჯაროებს მას
„დემოკრატიული ხელისუფლებები ასე არ რეაგირებენ და კრიტიკულ წერილებს არ მალავენ, ასე გაბანკროტებული რეჟიმები იქცევიან“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის კონგრესმენების მიერ გამოგზავნლი წერილის დამალვას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, წერილის დამალვის მცდელობა უაზროა, რადგან მას თავად ამერიკული მხარე აუცილებლად გაასაჯაროვებს. „ეს წერილი მაინც ვერ დაიმალება, აუცილებლად გასაჯაროვდება თავად ამერიკული მხარის მიერ. ამ წერილის დამალვის ნებისმიერი მცდელობა არის უაზრო, პრიმიტიული მცდელობა რაღაცნაირად მიჩქმალონ კრიტიკა. დემოკრატიული ხელისუფლებები ასე არ რეაგირებენ და კრიტიკულ წერილებს არ მალავენ, ასე იქცევიან გაბანკროტებული რეჟიმები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს არ გაუსაჯაროებია.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)