|
2020-01-22 14:53:37, 1142 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე: დასავლელი პარტნიორები საქართველოს გვერდში უდგანან დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
„მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ ადეკვატურად მიიღოს, რომც არ მოსწონდეს დასავლელი პარტნიორების კრიტიკული და მწვავე განცხადებებ და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. კობერიძის თქმით, დასავლელი მეგობრები კრიტიკულ მოსაზრებებს მოტივაციის მიზნით გამოთქვამენ, რათა ქვეყანა დემოკრატიის გზაზე იდგეს და არ გადაუხვიოს მას. „ხელისუფლებამ, პირველ რიგში უნდა გაიაზროს, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლების პოლიტიკას, არ არიან ჩვენი მტრები, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ისინი საქართველოს გვერდში უდგანან დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ადეკვატურად მიიღოს, რომც არ მოსწონდეთ კრიტიკული და მწვავე განცხადებები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ყველა მითითება არის სავალდებულო შესასრულებელი ქვეყნისთვის. ჩვენი მეგობრები, ამ მოსაზრებებს სწორედ იმ მიზნით და მოტივაციით გამოთქვამენ, რომ ქვეყანა დემოკრატიის გზაზე იდგეს და არ გადაუხვიოს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს განცხადებები", - განაცხადა კობერიძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)